პროექტზე მუშაობის პროცესის ამსახველი მასალა, შეფასება


   
დმანისის აღმოჩენებს დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება .პროექტის განხორციელების სურვილი სწორედ ის გახლდათ, რომ ჩემმა მოსწავლეებმა შეძლონ თვითონ გამოიკვლიონ და შეაფასონ რამხელა ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში უძველესი ადამიანის ცხოვრებას. მაშინ, როდესაც ევროპის უამრავი ქვეყანა იოცნებებდა , რომ სწორედ მისი ტერიტორია  ყოფილიყო პირველი ევრაზიელის სამშობლო , ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა რომ ჩვენს ქვეყანა დავასახელოთ არა მხოლოდ სამშობლოდ პირველი ევროპელებისა, არამედ გვეძლევა საშუალება , არსებული მასალების მიხედვით ავაგოთ და გამოვიკლიოთ წინარეისტორია მოსწავლეებთან ერთად.

მოსწავლეები გაკვეთილზე იღებენ ცოდნას ისტორიულს , რა თქმა უნდა, საკლასო ოთახში მუშაობისას აუცილებელია მსმენელი დავაინტერესოთ ისე, რომ აქტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.     პირველი საფეხური-ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესია, მასალა ჯერ ახალია, მოსწავლეები გამოყოფენ გაკვეთილიდან აუცილებელს, ადგენენ სქემებს,აკეთებენ ჩანაწერებს. მე მათი ”დამხმარე” ვარ, ვსვამ შეკითხვებს და მიღებული პასუხების შესაბამისად ვშლი თემას . თუ გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს შუძლია პასუხი გასცეს ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს ახალი მასალიდან, შემიძლია ვთქვა , რომ ამ გაკვეთილის მისია შესრულებულია.
                                                 
მეორე საფეხური -როდესაც შევაფასე რამდენად კარგად იმუშავებს მოსწავლეებმა პირველ გაკვეთილზე,დავწერე გაკვეთილის და ჩემი მუშაობის თვითშეფასება , ამის შემდეგ  დავგეგმე მეორე ეტაპი, ისტ-ის დახმარებით განმეხორციელებინა ჯგუფური მუშაობა , ავაწყე პრეზენტაცია, შევქმენი დავალებები თითოეული ჯგუფისათვის  და ჩავატარე გაკვეთილი. მოსწავლეებს უკვე ჰქონდათ დავალებად მიცემული უძველესი ადამიანების შესწავლა ქვის ხანის განვითარების საფეხურების მიხედვით, გაკვეთილი ჩავატარე ისტ-ის დახმარებით. გაკვეთილის გეგმა 

No comments:

Post a Comment