აქტივობები





    მე გახლავართ ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძე. . მინდა გაგაცნოთ ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ  განხორციელებული პროექტი , რომელიც რეალურად დამეხმარა კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში , კერძოდ , მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს -რატომ ვსწავლობთ ქვის ხანას ? რაში გვჭირდება ამდენი ფაქტების ცოდნა ? აი ამ კითხვების პასუხის გასაცემად, დავგეგმე ჩემს მოსწავლეებთან ერთად პროექტი ”ჰომო გეორგიკუს”, რომელიც ითვალისწინებს ქვის ხანის ადამიანის გამოკვლევას. ამ პროექტის დახმარებით ჩემმა მოსწავლეებმა შეძლეს გამოემუშავებინათ ის უნარ -ჩვევები, რომელსაც მომავალში გამოიყენებენ პრაქტიკაში (მაგ. სულ ელემენტარული- ქვების საშუალებით ცეცხლის ანთება ლაშქრობისას ან საქართველოში ტურიზმის აყვავებისათვის მომავალში დაგეგმილ ახალ პერსპექტივებს ) .პროექტით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას, ზრდის მათ პასუხისმგებლობას. მთელი 2 კვირის განმავლობაში მოსწავლეებს არ დაუკარგავთ სურვილი ხალისით შეესრულებინათ სამუშაოები, მათ შეძლეს თანამშრომლობა, ანალიტიკური აზროვნების ,კრიტიკული აზროვნების , შემოქმედებითი აზროვნების გააქტიურება, ”კონკურენციის” დროსაც (ჯგუფებს შორის შეჯიბრი) დაპირისპირების გარეშე მოახერხეს საკუთარი ჯგუფების შეფასება, ხარვეზების ხმამაღლა აღიარება და გამარჯვებული ჯგუფის შეფასება; ასევე მეც შევძელი თვითსეფასების სქემის შედგენა; რომელმაც დამანახა რა შეიძლება რომ უკეთ გამეკეთებინა ; ჩემს მიერ განხორციელებული ყველა პროექტი მაძლევს სტიმულს უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩემი საგაკვეთილო პროცესი, ჩემი მოსწავლეები კი ფიქრობენ, რომ პროექტით სწავლება არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისაგან, მათ ეძლევათ საშუალება მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში . კარგი პროექტი ზრდის კომპეტენციას როგორც მასწავლეებლში, ასევე მოსწავლეებში;

მოსწავლეთა აქტიური სწავლება , მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში დადებითად აისახება ცოდნის გადატანაზე.საჭიროა მასწავლებლემა შექმნას ცოდნის გადატანის მოდელები, კერძოდ ნებისმიერი გაკვეთილი-პროექტის დაგეგმვის წინ მასწავლებელმა უნდა გაიაზროს რომელ მეთოდებსა და აქტივობეს გამოიყენებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს შედეგზე ორიენტირებული სწავლება;პროექტის დაგეგმვა უნდა მოხდეს მოსწავლეებთან ერთად,ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ რამდენი დრო დაგვჭირდება, რა რესურსებს გამოვიყენებთ,სად მოვიძიებთ რესურსებს , როგორ იმუშავებენ მოსწავლეები და პროექტის განხორციელების გზები უნდა უზრუნველყოფდეს მიზნის მიღწევას;პროექტის მიზანიუნდა შეესაბამებოდეს დაგეგმილ ამოცანებს , უნდა იყოს ნათელი, მიღწევადი; კვლევითი პროექტისას მოსწავლეები მუშაობენ სხვადასხვა ლიტერატურაზე, იღებენ ინფორმაციას ,აანალიზებენ, აკეთებენ ჩანაწერებს, აჯგუფებენ მოვლენებს საერთო მახასიათებელი ნიშნების მიხედვით, გამოიმუშავებენ ისეთ ტექნიკურ ცოდნასა და უნარებს , როგორიც არის ფოტო-აპარატთან მუშაობა, microsoft word-ში მასალის აკრეფა, სურათების ჩატვირთვა ,, pomer point-ის საშუალებით პრეზენტაციების აგება;ასევე გამოიმუშავებენ შემოქმედებით უნარს-ჩანახატების გაკეთება, ჩაანწერების გაკეთება; კრიტიკული აზროვნება -მასწავლებელი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, მოსწავლემ უნდა შეძლოს ერთი პრობლემის, ან მოვლენის შესახებ საუბარი და განხილვა ისე, რომ მას დაუკავშიროს მსგავსი მოვლენები სხვა ქვეყნების ისტორიიდან , ან შეადაროს ამავე პერიოდში მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებში, ანუ გააკეთოს ანალიზი და იმსჯელოს, ნებისმიერი მოვლენა , ან ადამიანის განვითარების საფეხურები იყო თუ არა სხვა ქვეყნებში, არის თუ არა მსგავსება ჰომო ერექტუსებში, ყველამ გაიარა თუ არა განვითარების ის საფეხურები , რომელიც გვხვდება პირველყოფილ საზოგადოებაში, საქართველოში აღმოჩენილი მასალების საშუალებით შეუძლიათ თუ არა იმსჯელონ ზოგადად პალეოლითის ან ნეოლითის ხანის ადამიანზე;მოსწავლემ უნდა ისწავლოს მთავარი პრობლემის დანახვა ნებისმიერ საკითხში, ძირითადი პრობლემის გამოყოფა და მისეული ხედვით ამ პრობლემის მოგვარება;რამდენად მიღწევადია ეს პროცესი? ამ შემთხვევაში ჩვენ გვეხმარება დისკუსიები, პრეზენტაციები, ჯგუფური მუშაობები, ამ დროს ბავშვი თავად არის მთავარი მოქმედი პირი, მან უნდა დააინტერესოს მსმენელი, კონკურეციაც გაუწიოს სხვა პრეზენტატორს , მზად უნდა იყოს კლასიდან წამოსულ შეკითხვებს უპასუხოს, მასწავლებელში უნდა დაინახოს დამხმარე ძალა , მაგრამ არა დასაყრდენი.
შემოქმედებითი აზროვნება - როგორც ვიცით ამ ტიპის აზროვნება უფრო ძლიერად განვითარებული გვხვდება ხელოვნებამოყვარულ მოსწავლეებთან, ჯგუფური მუშაობისას უნდა შევძლოთ ყველას გაუჩნდეს სურვილი შემოქმედებითად იაზროვნოს, ჩანახატის გაკეთებაზე ძირითადად პროტესტს გამოთქვავენ ის მოსწავლეები ვისაც ხატვა ცუდად ეხერხება , ამ დროს მოსწავლეს ჭირდება გამხნევება, მე სტიმულს ვაძლევ ჩემს მოსწავლეებს უბრალო რეპლიკებით-,,იცი, მეც სულ არ ვიცი ხატვა”, ”მოდი ვსინჯოთ , იქნება და გამოგვივიდეს ერთად რამე” ; სწორედ ამ წახალისების შემდეგ ჩემმა ბევრმა მოსწავლემ სცადა ჩანახატის გაკეთება და მეც და ისინიც ძალიან კმაყოფილები დავრჩით, იყო შემთხვევა, რომ მოსწავლემ ზოგადად უარი მითხრა დაწერაზე, მე მას როლური თამაში წარმოდგენა შევთავაზე- ფანტაზიით დამდგარიყო გამოქვაბულის წინ და ეფიქრა, როგორ გადაერჩინა თავი, შედეგს მივაღწიე, მან შეზლო გადმოეცა საკუთარი ემოცია და ჩანაწერშიც გამომაჟღავნა ცოდნა.
სწავლის ეფექტური სტრატეგიები (მეტაკოგნაცია)
შემეცნებითი პროეცესების მიზანმიმართულ გამოყენებას სწავლების პროცესში მოსწავლე დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, სწორედ ჩვენი (მასწავლებლების) დახმარებით უნვითარდებათ ის უნარ-ჩვევები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლის ეფექტურ სწავლებას; რა სტრატეგიები უნდა გამოვიყენე პროექტის მსვლელობისას?! მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობა: მოსწავლეს სწავლების პროცესში უნდა გამოუმუშავდეს არსებული მასალიდან მნიშვნელოვანის გამორჩევის და მისი დახარისხების უნარი, პროექტის მსვლელობისას ჩაატრებული გაკვეტილების პროცესში მოსწავლეებში სწორედ ამ უნარების გამომუშავებაზე ვმუშაობდით:როდესაც გაარკვიეს მოსწავლეებმა პროექტის მიზანი, უკვე მიხვდნენ რა იყო მთავარი გამოსაკვლელი ქვის ხანის პერიოდიზაცია; , პირველ სამოდელო გაკვეთილის ჩაატრებისას კლასმა იმუშავა სწორედ იმაზე, რომ ქვის ხანის განვითარების პერიოდებიდან გამოეკვლია, რომელი მახასიათებელი ნიშანი იყო მთავარი , მათ შეძლეს მნიშვნელოვანის გამოყოფა მეორეხარისხოვანი ინფორმაციისაგან და ააგეს სქემა, სადაც ჩამოწერეს მთავარი, სქემის აგების პროცესში მე ვეხმარება მოსწავლეს, ვსვამ ისეთ შეკითხვებს, რომელიც მისცემს მოსწავლეს საშუალებას გამოყოს მთავარი; მაგ; რა ნიშნით განსხვავდება პალეოლითი ნეოლითისაგან? ან რა საქმიანობა გახდა მთავარი ენეოლითში; ცეცხლის როლი მათ ცხოვრებაში? ან რატომ ხატავდა პრეიისტორიელი ადამიანი? ასევე მათ გამოიყენეს კოგნიტური დიაგრამა , კერძოდ მოახდინეს კლასიფიკიცია ადამიანისა ქვის ხანის ჯგუფების მიხედვით .
ჩანაწერის გაკეთება: ჩანაწერის გაკეთება მოსწავლეს ეხმარება ინფორმაციის კოდირებაში, როდესაც მასწავლეებელი სთხოვს მოსწავლეებს მისი საუბრის მოსმენას და ამის შემდეგ მოკლე ჩანაწერის გაკეთებას, ამ დროს მოსწავლეები , როგორც ვიცით, იდეებს საკუთარი სიტყვებით ჩაწერენ, ისინი ახდენენ ცოდნის ინტერპრეტაციას,ჩანაწერის გაკეთება უზრუნველყოფს აქტიურ მოსმენას, მასალის უკეთ დამახსოვრებას და ათვისებას , ჩემმა მოსწავლეებმა გააკეთეს ჩანაწერები დმანისის მუზეუმის მონახულების შემდეგ და მასალის შეჯამებისას საგაკვეტილო პროეცესში; მასალის შეჯამება: ეს გახლავთ ე.წ ინფორმაციის სინთეზიპროექტის მსვლელობისას დაგეგმილი .ჯგუფური მუშაობისას, მოსწავლებმა მოამზადეს პრეზენტაციები,მატ დავურიგე წინასწარ მომზადებული დავალებები, რომელიც ითვალისწინებდა-მოსწავლეების ორიენტაციას რუკაზე, ჩანაწერების გაკეთებას, ჩანახატის გაკეთებას, მასალის ანალიზს;მოსწავლეებმა მიცემული სამუშაო ფურცლის დახმარებით შეძლეს არსებული ცოდნიდან ძირითადი საკითხების გამოყოფა, ფაქტების რანჯირება მნიშვნელობის მიხედვით .

პროცესის მოკლე აღწერა:
მოსწავლეებთან ერთად დავიწყე პროექტი , დავგეგმეთ აქტივოებები , რომელიც მოიცავდა როგორ საგაკვეთილო პროცესს, ასევე მუშაობას მუზეუმში, ჩატარდა კონფერენცია, ასევე გავეცანით ახალ აღმოჩენას .ა ჩაატრდა 2 სამოდელო გაკვეთილი, (ერთი ისტ-ის გარეშე-სქემების აგება და ინდივიდუალური მუშაობა, ხოლო მეორე ჯგუფური მუშაობა) ვიყავით დმანისის მუზეუმში, სადაც გამოვიკვლიეთ პრეისტორიული ხანის ადამიანის საცხოვრებელი ღია ცის ქვეშ, ნახეს ექსპონატები, ნახეს ვიდეო მასალა-ჩამოსვლის შემდეგ გააკეთეს ჩანაწერები და ჩანახატები, იმსჯელეს-რა შემატეს თავიანთ ცოდნას , სურვილი გაუჩნდათ მეტი მასალის შესწავლისა და დაიგეგმა სახელმწიფო მუზეუმში ვიზიტი, ასევე შეჯამების სახით გვქონდა შემაჯამებელი წერა, სადაც მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თავიანთი კვლების ობიექტის დახასიათება; ჩავატარეთ კონფერენცია.გავაკეთეთ ბლოგი http://zezvamzia.blogspot.com

პროექტის შედეგი: მოსწავლეები განხორციელებული პროექტის შემდეგ შეძლეს პრესიტორიული ხანის უკეთ გაცნობა და გამოკვლევა, შეიცნეს პირვეყოფილი ადამიანის საცხოვრებელ გარემო, შეისწავლეს ადამიანის საქმიანობა უძველეს დროში, წარმოიდგინეს და ჩანახატები გააკეთეს პირვეყოფილი ადამიანის ცხოვრებაზე, ასევე გააკეთეს ჩანაწერები , მოამზადეს რეფერატები,განასხვავეს ერთამნეთისაგან პალეოლითი, მეზოლითი, ნეოლითი და ენეოლითის ხანის სამუშაო იარაღები, გამოიკვლიეს როგორ ამზადებდა ადამიანი იარაღს, როგორ მიაგნო სპილენძის საბადოს , ასევე მოსწავლეები გაეცნენ პირველყოფილი ადამიანების ჩანახატებს და იმსჯელეს ხელოვნების როლზე პირველყოფილ საზოგადოებაში , მოაწყვესდისკუსიას-რამ გამოიწვია პირველი რელიგიური წარმოდგენები პრესიტორიული ადამიანის ცნობიერებაში,ქალი რატომ მოისაზრება დედამთავრად,მიწათმოქნედებამ რა სიახლე შეიტანა გვარის ცხოვრებაში. როგორ შეიქმნა გვარი, შემდეგ კი- ტომი. რა აერთიანებდათ ტომში გაერთიანებულ ადამიანებს;როგორ განვითარდა ადამიანის გონება და როგორ მივიდა ფომო საპიენსი სახელმწიფოს შექმნის იდეამდე;

გამოყენებული ლიტერატურა:
1.სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი)
2.ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016.
3.სწავლება და შეფასება , მასწ.პროფ. განვითარების ცენტრი, თბილისი 2008.
დიდი მადლობა.


No comments:

Post a Comment