დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი

                                                                               

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი თბილისიდან 85 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ეს არის უნიკალური ადგილი საოცარი აღმოჩენებით, რომლებიც ცვლის კაცობრიობის ისტორიას და ჩვენს შეხედულებას ადამიანის ევოლუციის შესახებ. დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდებისა და ცხოველთა განამარხებული ნაშთები და ქვის იარაღები დაახლოებით 1.8 მილიონი წლით თარიღდება. მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდების ამდენი ნაშთი ერთ შრეში არ აღმოჩენილა. დმანისის ძეგლის კვლევების შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია და სრულიად შეცვალა მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ.

 ”დროის კაფსულა” დმანისში -საუბრობს დავით ლორთქიფანიძე 



კავკასია, და მათ შორის საქართველო, წარმოადგენდა ძველი
სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტერიტორიას, სადაც უძველესი
ადამიანის საცხოვრებლად შექმნილი იყო ხელსაყრელი ბუნებრივი
პირობები.
მეოთხეული პერიოდის დარგში მომუშავე მკვლევარები
განიხილავდნენ რა ადამიანის მიერ კავკასიის თავდაპირველი
დასახლების პრობლემას, დასაშვებად მიიჩნევდნენ შესაძლებლობას
გამოყოფილიყო ამ დასახლების ორი ეტაპი. პირველი, სავარაუდოდ
ადრეპლეისტოცენური, ევრაზიის დასახლების დასაწყისი დროის
შესატყვისი და მეორე შუაპლეისტოცენური, რომელიც დასაბუთებული
იყო კავკასიაში და კერძოდ საქართველოში, მიკვლეული აშელური ხანის
კარგად სტრატიფიცირებული ძეგლებით.
მოსაზრება დასახლების პირველი, ადრეული ეტაპის შესახებ დღეს
უკვე დაკავშირებულია დმანისის ადგილსამყოფელთან, რაც ბოლო
წლებში იქ ჩატარებულმა კვლევა-ძიებამ დაადასტურა.
მას შემდეგ რაც XX საუკუნის 80-იან წლებში, დმანისში
წარმოებული გათხრების შედეგად ზედავილაფრანკული ასაკის ფაუნის
ნაშთებთან ერთად მიკვლეული იყო ქვარგვალებზე დამზადებული
პრიმიტიული ქვის იარაღები, ხოლო მოგვიანებით, მათთან ერთად,
ადრეული ჰომინიდების ძვლოვანი ნაშთები, რომელთაც ახლო
პარალელები მოეძებნებათ მხოლოდ აღმოსავლეთ აფრიკისა და იავას
ანთროპოლოგიურ მასალებში, კავკასია პრეისტორიკოსთა ყურადღების
ცენტრში ექცევა.
ამ აღმოჩენამ ადამიანის მიერ ძველი სამყაროს თავდაპირველი
დასახლების საკითხი ახლებურად წარმოაჩინა.
დმანისი, იქ მიკვლეული ჰომინიდების წარმომადგენელთა
ნაშთების ადრეპლეისტოცენური ასაკის, მათთან ერთად აღმოჩენილი
მდიდარი არქეოლოგიური თუ პალეონტოლოგიური მასალების გამო,
პირველ ადგილს იკავებს ევრაზიის უძველეს სადგომთა შორის.
დმანისის მონაპოვრები საფუძველს იძლევა ახლებურად იყოს
განხილული საკითხი აფრიკიდან ადამიანთა თავდაპირველი მიგრაციის
გზების შესახებ.
ცხადია, უძველეს ადამიანთა ძირითადი გადაადგილების
რეკონსტრუქცია, რომელთა გზითაც ხდებოდა მიგრაციები, ეყრდნობა იმ
ადგილსამყოფელთა მონაპოვრებს, სადაც ერთადაა წარმოდგენილი
როგორც ანთროპოლოგიური ასევე პალეონტოლოგიური და ადამიანთა
მატერიალური კულტურის ნაშთები. ამგვარ მონაპოვართა შორის
დმანისის აღმოჩენებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ევროპასა
და აზიაში მითითებულია მთელი რიგი პუნქტები, სადაც აღმოჩენილია
უძველესი ქვის იარაღები, რომლებიც შესაძლოა განეკუთვნებოდეს
Homo–ს გვარის ისტორიის ძალზე ადრეულ პერიოდს, მაგრამ ზოგიერთი
მათგანი არ შეიცავს ადამიანის ნაშთებს ან ფაუნისტურ მასალას,
ზოგიერთს არ გააჩნია სანდო გეოლოგიური დათარიღება. ამიტომ
სავსებით გასაგებია ის დიდი დაინტერესება, რაც გამოწვეულია
დმანისის აღმოჩენებით.

გ ი ო რ გ ი   ნ ი ო რ ა ძ ე
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/



    მოსწავლეების  შთაბეჭდილებები 







                              ჩვენი კვლევა  დმანისში 

http://www.dmanisi.ge/

No comments:

Post a Comment