მუზეუმების როლი საქართველოს ისტორიული წარსულისა და ქართული
კულტურის ფართო პროპაგანდის საქმეში;
იმისათვის რომ მუზეუმში მოსწავლეების მუშაობა იყო შედეგის მომცემი, აუცილებელია დავგეგმოთ და გავაანალიზოთ, რა შეუძლიათ პატარა მკვლევარებს რომ ”წამოიღონ” მუზეუმებიდან და რას დაამატებენ ისინი თავიან ცოდნას.
1.მუზეუმში წაყვანა დავგეგმეთ პროექტის შინაარსის გაცნობისას; სამოდელო გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები უკვე შეემზადნენ იმისა|თვის, რომ თეორიულად შესწავლილი მასალა მათთვის თვალსაჩინო გამხდარიყო, ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისი მუზეუმში გამგზავრება დაიგეგმა ჯგუფური მუშაობის შემდეგ, ეს გამგზავრება თავისებურად სტიმულს აძლევდა მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულები, მათ მოიძიეს დამატებითი მასალები, შევადგინეთ ერთად სამარშუტო გზა, დავგეგმეთ დრო და ერთად შევარჩიეთ თარიღი;
2.მუზეუმში შესვლისას , მიუხედავად იმისა, რომ მე თავად ისტორიკოსი ვარ, დახმარება ვთხოვეთ ექსკუსრიამძღოლს ჩემთან ერთად ჩაეტარებინა ”გაკვეთილი ღია ცის ქვეშ”, რათა ბავშვებს კიდევ ერთხელ მოესმინათ დმანისის ისტორია 3. თვასაჩინოებისა და ექსპონატების დათვალიერება მოსწავლეებს ეხმარებათ ვიზუალურად აღიქვან მასალა, მათ გადაიღეს ფოტოები , დაათვალიერეს ექსპონატები; ისაუბრეს პრესიტორიული ხანის მნიშვნელოვან მოვლენებზე, შეაფასეს ზეზვას და მზიას საცხოვრებელი ადგილი, იმსჯელეს რა მოხდებოდა, ეს საოცარი აღმოჩენა რომ არ მომხდარიყო?!4.მუზეუმის ტერიტორიაზე ნახეს დოკუმენტური ფილმი დმანისში ჩაატრებული არქეოლოგიური გათხრების და ჰომინიდების თავის ქალების აღმოჩენის შესახებ, ფილმის მსვლელობისას მოსწავლეები ითხოვნენ დამატებითი ინფომაციების განმარტებას, აკვირდებოდნენ არქეოლოგების სამუშაო პროცესს, აფასებდნენ ამ არმოჩენის მნიშვნელობას 5.ბოლოს შევიკრიბეთ ჰომინიდების ბოლო სადგომთან , კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ნანახი, აქვე მოსწავლეებსვთხოვე განცდილი და ნანახი ფურცელზე გადაეტანათ , დაეწერათ შთაბეჭდილებები., გაეკეთებინატ ჩანახატები ;
მუზეუმში მოსწავლეების წაყვანა აუცილებელია , ჩვენი სურვილი იყო ჩამჯდარიყო მათ მეხსიერებაში უძველესი ადამიანის საცხოვრებელი ადგილი, ექსპონატები და ასევე გაეგოთ არქეოლოგიური გათხრების რაობა და მნიშვნელობა;
მისია შესრულებულია. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაგეგმილი მუშაობა ღია ცის ქვეშ.
მუზეუმში მოსწავლეების წაყვანა აუცილებელია , ჩვენი სურვილი იყო ჩამჯდარიყო მათ მეხსიერებაში უძველესი ადამიანის საცხოვრებელი ადგილი, ექსპონატები და ასევე გაეგოთ არქეოლოგიური გათხრების რაობა და მნიშვნელობა;
მისია შესრულებულია. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაგეგმილი მუშაობა ღია ცის ქვეშ.
No comments:
Post a Comment