პროექტის მთავარი იდეა : წინარეისტორიული პერიოდის შესწავლა. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მოსწავლეები შეძლებენ პრეისტორიულ ხანის უკეთსად შესწავლას. ისინი გაცდებიან საკლასო ოთახს და გახდებიან ,,მკვლევარები”, მუზეუმებში მოძიებული მასალით შექმნიან საინტერესო პრეზენტაციებს ,გააკეთებ ჩანახატებს, გამოცდილებას გაუზიარებენ სხვებს, შექმნიან ბლოგს.
პროექტის აქტუალურობა : პირველი ევროპელები, ვინც აფრიკაში ვეღარ შეძლეს არსებობა და გამოიქცნენ, ირჩევენ ისეთ საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მათ შეაძლებინებს არსებობას. 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა
უძველესი თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ,,ჰომო გეორგიკუს“ შეარქვეს. სულ პირველად აქ აღმოჩნდა ქალისა და მამაკაცის თავის ქალები , მათი სახელები ზეზვა და მზია ქართულია და ყველა ენაზე ,,დაუმახინჯებლად” ითარგმნება.
დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდების ჩონჩხის ნაწილები, გადაშენებულ ცხოველთა კარგად შემონახული თავის ქალები და ქვის იარაღები დაახლოებით 1,7 – 1,8 მილიონი წლით თარიღდება. ამ აღმოჩენებმა შეცვალა მყარად დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების პირველი განსახლების შესახებ და ევრაზიის კოლონიზაციის თარიღი ასობით ათასი წლით უკან გადასწია. დღეისათვის დმანისის ამ აღმოჩენებმა ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
საქართველოსში მცხოვრები ადამიანები დღეს ამაყობენ ამ აღმოჩენით,უამრავი ტურისტი ჩამოდის ჩვენს სამშობლოში სწორედ პირველი ევროპელების სანახავად, ამიტომ უკეთესია მოსწავლეებმა უფრო მეტი იცოდნენ ამ აღმოჩენების შესახებ, თუნდაც მეგზურობა გაუწიონ ჩამოსულ სტუმრებს, გაუწიონ პოპულარიზაცია ჩვენს აღმოჩენას და ამასთან ერთად , ზოგადად, პრეისტორიული ხანა შეისწავლონ უკეთესად.
პროექტის მიზნები: ქვის ხანის პერიოდის შესწავლა;პრეისტორიული ხანის გაცნობა -პალეოლითი, მეზოლითი, ნეოლითი, ენეოლითის-ადამიანის განვითარება, პირვეყოფილი საზოგადოების ჩამოყალიბება განვითარება , კონტურულ რუკაზე ზეზვას და მზიას საქართველოში გადმოსვლის სავარაუდო მარშრუტის შედგენა, განსახლების ტერიტორიების აღნიშვნა,სქემების საშუალებით ქვის ხანის სხვადასხვა პერიოდების დაჯგუფება, მოსწავლემ უნდა გაანალიზოს, რა ფაქტორმა შეუწყო ხელი ადამიანების გაერთიანებას გვარებად, რამ განაპირობა
მომთაბარეობიდან ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლა, რატომ იყო მატრიარქატი და რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ დედამთავრული გვარი ჩაანაცვლა მამამთავრულმა გვარმა ,ასევე გამოიკვლიოს ქვის ხანის იარაღების განვითარება, მიწათმოქმედების , ხელოვნების, რელიგიის როლი პრეისტორიულ ხანაში.
სასწავლო ეროვნული გეგმის შესაბამისად IX და XI კლასები სწავლობენ უძველესი ადამიანის განვითარებას. ამ მასალის სწავლების პროცესში მოსწავლეებმა უნდა შეიძინონ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან; მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს არა მხოლოდ ცოდნის გაცემაზე, არამედ ორიენტირებული უნდა იყოს გაცემული ცოდნის შედეგებზე, კერძოდ, გაკვეთილი არ უნდა იყოს ერთფეროვანი, მოსწავლე აქტიურად უნდა იყოს ჩართული სასწავლო პროცესში, ხედავდეს მასწავლებელი სად ჩნდება პრობლემა, მოიფიქროს და დაგეგმოს როგორი ტიპის გაკვეთილი და სასწავლო მეთოდი გამოიყენოს წამოჭრილი პრობლემის აღმოსაფხვრელად, გაუზიაროს თავის კოლეგებს და მოახდინოს თანამშრომლობა;
მოსალოდნელი შედეგები -მოსწავლეები განხორციელებული პროექტის შემდეგ შეძლებენ პრესიტორიული ხანის უკეთ გაცნობასა და გამოკვლევას, შეიცნობენ პირვეყოფილი ადამიანის საცხოვრებელ გარემოს, შეისწავლიან ადამიანის საქმიანობას უძველეს დროში, წარმოიდგენენ და ჩანახატებს გააკეთებენ პირვეყოფილი ადამიანის ცხოვრებაზე, ასევე გააკეთებენ ჩანახატებს , მოამზადებენ რეფერატებს,განასხვავებენ ერთამნეთისაგან პალეოლითის, მეზოლითის და ნეოლითის ხანის სამუშაო იარაღებს, გამოიკვლევენ როგორ ამზადებდა ადამიანი იარაღს, როგორ მიაგნო სპილენძის საბადოს , ასევე მოსწავლეები გაეცნობიან პირველყოფილი ადამიანების ჩანახატებს და იმსჯელებენ ხელოვნების როლზე პირველყოფილ საზოგადოებაში , მოაწყობენ დისკუსიას-რამ გამოიწვია პირველი რელიგიური წარმოდგენები პრესიტორიული ადამიანის ცნობიერებაში,ქალი რატომ მოისაზრება დედამთავრად,მიწატმოქნედებამ რა სიახლე შეიტანა გვარის ცხოვრებაში. როგორ შეიქმნა გვარი, შემდეგ კი ტომი. რა აერთიანებდათ ტომში აგერთიანებულ ადამიანებს;როგორ განვითატდა ადამიანის გონება ; მოსწავლეების მხრიდან ხშირად დასმული შეკითხვები: 1. რატომ ვსწავლობთ პრეისტორიას ? 2.რისთვის არის საჭირო ამდენი ფაქტის ცოდნა? . 3.რაში უნდა ,,გამოგვადგეს” ამ მასალების ცოდნა? იმისათვის , რომ მოსწავლეებმა თავად გასცენ პასუხი მსგავსი ტიპის შეკითხვებს, მე ხშირად მივმართავ მათთვის მასალის მიწოდების სხვადასხვა სასწავლო მეთოდებით შემუშავებულ ფორმებს, ამ პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებში, ჯგუფებში,შექმნიან პრეზენტაციებს, გაკვეთილზე გამართავენ დისკუსიას , ასევე გააკეთებენ ჩანახატებს, ისტ-ის დახმარებით ააწყობენ პრეზენტაციებს, რუკების დახმარებით დააჯგუფებენ პირვეყოფილი ადამიანის განსახლების ადგილებს , დმანისის მუზეუმის მონახულების შემდეგ დაწერელ შთაბეჭდილებებს, მოგროვილ მასალას განათავსებენ ბლოგზე; ყველა ამ აქტივობაში უნდა ვეცადოთ, რომ მასწავლებელი იყოს დამხმარე, ხოლო აქტიურად ჩართული აუცილებლად მოსწავლე.… რაც მთავარია , აუცილებლად ვავლებ პარალელებს სხვა ქვეყნების ისტორიის მოვლენებსა და საქართველოში განვითარებულ ისტორიულ პროცესებს შორის. პროექტის მსვლელობისას და ზოგადად სკოლაში,აუცილებელია ეფექტური სწავლება , ისეთი მეთოდებით გაკვეთილების ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობდა მათ კრიტიკულ, შემოქმედებით და რეფლექსური აზროვნების განვითარებას, ასეთ დროს მოსწავლე უკვე კი აღარ იზეპირებს, არამედ იაზრებს, ის ხდება აქტიური და დაინტერესებული. ამ პროექტით, მინდა შევთავაზო მასწავლებლებს ჩემს მიერ დანახული სწორი გზები, რომელიც გაუადვილებს მოსწავლეს მასალის აღქმას და გაანალიზებას;
მონაწილეთა ასაკი : IX და XI (14-იდან 17 წლამდე)
ვადები : 2 კვირა;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კომპიუტერი, პროექტორი,პლაკატი, კონტურები, საქართველოს რუკა, ფოტო აპარატი, კამერა, თეთრი ქაღალდები, ფერადი ფანქრები, ტრანსპორტი, მუზეუმში ვიზიტი;პროექტის მსვლელობა
აქტ.1 გავაცნოთ მოსწავლეებს პროექტის შინაარსი ;
აქტ.2 .ორგანიზაციული საკითხები:
1. ფუნქციების გაადნაწილება;
2. კონკრეტული დავალებებეის მიცემა მოსწავლეებისათვის;
აქტ.3 პროექტის თემასთან დაკავშირებით გაკვეთილების დაგეგმვა და ჩაატრება;
გეგმა 1, გეგმა 2, გეგმა3.
აქტ.4 . მე-9 კალსელების წაყვანა ექსკურსიაზე დმანისში;
აქტ.4 XI კლასის მუშაობა ეროვნულ მუზეუმში;
აქტ.5მოსწავლეებს დაევალებათ ნანახი მასალის იხედვით პრეზენტაციების გაკეთება; საინტეერსო მასალების მოძიება ინტერნეტში; ჩანახატების გაკეთება დმანისში, ასევე შთაბეჭდილებების ბუკლეტის შექმნა; ევროპის სხვა სახელმწიფოებში მასალის მოძიება ზეზვასა და მზიაზე;
აქტ.5 კონფერენციის ჩაატრება თემაზე ,, პირველყოფილი საზოგადოება“ აუდიტორიისათვის მოძიებული და შექმნილი მასალების გაცნობა;
10. საგნობრივ ჯგუფთან კავშირი :ისტ-ი, გეოგრაფია, ინგლისური,ხელოვნება;
11. პროექტის ხელმძღვანელი : ნინო აბუალძე
13.ხელმძღვანელის ბლოგი: http://zezvamzia.blogspot.com/