
პროექტის აქტუალურობა : პირველი ევროპელები, ვინც აფრიკაში ვეღარ შეძლეს არსებობა და გამოიქცნენ, ირჩევენ ისეთ საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მათ შეაძლებინებს არსებობას. 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა
უძველესი თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ,,ჰომო გეორგიკუს“ შეარქვეს. სულ პირველად აქ აღმოჩნდა ქალისა და მამაკაცის თავის ქალები , მათი სახელები ზეზვა და მზია ქართულია და ყველა ენაზე ,,დაუმახინჯებლად” ითარგმნება.
დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდების ჩონჩხის ნაწილები, გადაშენებულ ცხოველთა კარგად შემონახული თავის ქალები და ქვის იარაღები დაახლოებით 1,7 – 1,8 მილიონი წლით თარიღდება. ამ აღმოჩენებმა შეცვალა მყარად დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების პირველი განსახლების შესახებ და ევრაზიის კოლონიზაციის თარიღი ასობით ათასი წლით უკან გადასწია. დღეისათვის დმანისის ამ აღმოჩენებმა ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
საქართველოსში მცხოვრები ადამიანები დღეს ამაყობენ ამ აღმოჩენით,უამრავი ტურისტი ჩამოდის ჩვენს სამშობლოში სწორედ პირველი ევროპელების სანახავად, ამიტომ უკეთესია მოსწავლეებმა უფრო მეტი იცოდნენ ამ აღმოჩენების შესახებ, თუნდაც მეგზურობა გაუწიონ ჩამოსულ სტუმრებს, გაუწიონ პოპულარიზაცია ჩვენს აღმოჩენას და ამასთან ერთად , ზოგადად, პრეისტორიული ხანა შეისწავლონ უკეთესად.
პროექტის მიზნები: ქვის ხანის პერიოდის შესწავლა;პრეისტორიული ხანის გაცნობა -პალეოლითი, მეზოლითი, ნეოლითი, ენეოლითის-ადამიანის განვითარება, პირვეყოფილი საზოგადოების ჩამოყალიბება განვითარება , კონტურულ რუკაზე ზეზვას და მზიას საქართველოში გადმოსვლის სავარაუდო მარშრუტის შედგენა, განსახლების ტერიტორიების აღნიშვნა,სქემების საშუალებით ქვის ხანის სხვადასხვა პერიოდების დაჯგუფება, მოსწავლემ უნდა გაანალიზოს, რა ფაქტორმა შეუწყო ხელი ადამიანების გაერთიანებას გვარებად, რამ განაპირობა
მომთაბარეობიდან ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლა, რატომ იყო მატრიარქატი და რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ დედამთავრული გვარი ჩაანაცვლა მამამთავრულმა გვარმა ,ასევე გამოიკვლიოს ქვის ხანის იარაღების განვითარება, მიწათმოქმედების , ხელოვნების, რელიგიის როლი პრეისტორიულ ხანაში.
სასწავლო ეროვნული გეგმის შესაბამისად IX და XI კლასები სწავლობენ უძველესი ადამიანის განვითარებას. ამ მასალის სწავლების პროცესში მოსწავლეებმა უნდა შეიძინონ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან; მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს არა მხოლოდ ცოდნის გაცემაზე, არამედ ორიენტირებული უნდა იყოს გაცემული ცოდნის შედეგებზე, კერძოდ, გაკვეთილი არ უნდა იყოს ერთფეროვანი, მოსწავლე აქტიურად უნდა იყოს ჩართული სასწავლო პროცესში, ხედავდეს მასწავლებელი სად ჩნდება პრობლემა, მოიფიქროს და დაგეგმოს როგორი ტიპის გაკვეთილი და სასწავლო მეთოდი გამოიყენოს წამოჭრილი პრობლემის აღმოსაფხვრელად, გაუზიაროს თავის კოლეგებს და მოახდინოს თანამშრომლობა;

მონაწილეთა ასაკი : IX და XI (14-იდან 17 წლამდე)
ვადები : 2 კვირა;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კომპიუტერი, პროექტორი,პლაკატი, კონტურები, საქართველოს რუკა, ფოტო აპარატი, კამერა, თეთრი ქაღალდები, ფერადი ფანქრები, ტრანსპორტი, მუზეუმში ვიზიტი;პროექტის მსვლელობა
აქტ.1 გავაცნოთ მოსწავლეებს პროექტის შინაარსი ;
აქტ.2 .ორგანიზაციული საკითხები:
1. ფუნქციების გაადნაწილება;
2. კონკრეტული დავალებებეის მიცემა მოსწავლეებისათვის;
აქტ.3 პროექტის თემასთან დაკავშირებით გაკვეთილების დაგეგმვა და ჩაატრება;
გეგმა 1, გეგმა 2, გეგმა3.
აქტ.4 . მე-9 კალსელების წაყვანა ექსკურსიაზე დმანისში;
აქტ.4 XI კლასის მუშაობა ეროვნულ მუზეუმში;
აქტ.5მოსწავლეებს დაევალებათ ნანახი მასალის იხედვით პრეზენტაციების გაკეთება; საინტეერსო მასალების მოძიება ინტერნეტში; ჩანახატების გაკეთება დმანისში, ასევე შთაბეჭდილებების ბუკლეტის შექმნა; ევროპის სხვა სახელმწიფოებში მასალის მოძიება ზეზვასა და მზიაზე;

10. საგნობრივ ჯგუფთან კავშირი :ისტ-ი, გეოგრაფია, ინგლისური,ხელოვნება;
11. პროექტის ხელმძღვანელი : ნინო აბუალძე
13.ხელმძღვანელის ბლოგი: http://zezvamzia.blogspot.com/
Emperor Casino | Online Casino in São Salvador, Oceania
ReplyDeleteOur online casino is located in São Salvador, Oceania, Peru and is licensed by the Government of Vermantec.com, 샌즈카지노 and has a good 제왕 카지노 reputation 메리트카지노 for
Betway Casino Review – A Complete Overview of the
ReplyDeleteHow to Bet on Betway? Read this 온라인슬롯사이트 Betway review to 세븐 포커 족보 learn about the casino, banking 하하 포커 머니 상 options and 해외사이트 bonuses. 카카오 스포츠
How to make the most of a casino gambling - Dr.MD
ReplyDeletecasino 충청북도 출장샵 games, and how to make the most 창원 출장마사지 of a casino gambling. 경산 출장안마 the game has become almost too complicated to 전라남도 출장안마 play and 포천 출장마사지 not